,,ერის დაცემა
და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ თავის ისტორიას ივიწყებსო.“- როგორც კი გონების ზედაპირზე დიდი ილიას ეს სიტყვები ამოტივტივდა, მაშინვე განგვიძაფრდა სურვილი პროექტის განხორციელებისა, რომლის მიზანიც
საქართველოს წარსულის უფრო ღრმად შესწავლა და დაბინძურებული ტერიტორიების ნახვა და
დაფიქსირებაა. გადავწყვიტეთ ნიკო კეცხოველის მიერ განვლილი გზა გაგვევლო, ზემო იმერეთში ჭიათურასა და კაცხის სვეტს ვსტუმრებოდით.
და აი, დადგა ხეობაში გამგზავრების დღეც. ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქეთევან ძნელაძემ და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნათია დარსაძემ და ასევე სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ელბაქიძემ.

გაჩერება პირველი.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა — გიორგი ნიკოლაძის სახელობის ოთხსაამქროიანი რკინის შენადნობთა მწარმოებელი ქარხანა ქალაქ ზესტაფონში. მოქმედებს 1933 წლის ოქტომბრიდან. 2006 წლიდან ქარხანა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაშია, რომელიც ასევე ფლობს ჭიათურმანგანუმს და ვარციხეჰესს.
დაღამებამდე ჯერ შორია. არაფერიც არ დაშავდება ერთი საათით მაინც თუ წავეშველებით მუშებს და ამით ჩვენს პატარა წვლილსაც თუ შევიტანთ დასუფთავებაში.
და აი, ჩვენც ხალისიანად შევუდექით მუშაობას. ,,მადლი ქენი, ქვაზე დადე..." აუცილებლად მადლიანად და მოგვატარებს ხეობას.
გზას ვაგრძელებთ. ღვინობისთვის
მიწურულის ასეთი დილა ხშირად გვინახავს მთაში. ფოთოლცვენაა - ბუნების სასწაული!
მართლაცდა საოცრებაა ყვითლად აბრიალებული ხეები! გვიანი შემოდგომის მთელი სილამაზე
გვეშლება თვალწინ. ოქროსფერი კადრები უსწრაფესად ცვლიან ერთმანეთს: წითელი,
ყვითელი, ნარინჯისფერი და ისევ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი ქვემოდან ზემო
იმერეთისაკენ მიგვაცილებენ.
სარკმლიდან კარგად ჩანს მთაზე აშლილი ხეების კენწეროები. თვალს აწყნარებენ, ყურს ესალბუნებიან და სულს ამშვიდებენ მწვანე მდინარის მორცხვი ჩხრიალი და ჩამოცვენილი ფოთლების ჩუმი შრიალი...
ულამაზესი სანახავია ჯერ კიდევ მინდორში შემორჩენილი, აქა–იქ გაბნეული გვირილები. იმიტომაც მოგვწონს შემოდგომა, ხეებს აბრეშუმის ფარფაშა სამოსს რომ აცლის ქარი, იმიტომაც გვიყვარს გვირილები, ნაჭერ-ნაჭერ რომ ეცლებათ ქვედაწელი კაბები და ლიმონისფრად აფეთქებული გული რომ გვიჩვენებს მათ ნამდვილ სახეებს!!!

...სამარშუტო
ტაქსი ხეობაში შედის. ნაზი, უსასრულოდ
ნაზია სამყარო. რძისფერი გადაჰკვრია ალიონს. ბურუსით მოცული იდუმალების ფონზე
იდუმალადვე შრიალებენ ოქროსფერი ფოთლები. აქა-იქ შემორჩენილ ნაყოფს ხამივით ძირს
ყრის მოძალებული ნიავი... და უცებ ამ ხეობის სილამაზით ექსპრომტად ამოთქმული სტრიქონები
იბადება:
,,თავქვე დავყვებით ჭიათურის გზებს,
დაბრაწულ ვაშლებს ხამივით მივკრეფთ,
და
გავიხსენებთ მინდორში ტყეს,
გზა რატომღაც უსასრულოდ გაიწელა. როხროხით მიუყვებოდა მანქანა გზას და უკან დაკლაკნილ ბილიკებსა და აჩეხილ ფიჭვებს იტოვებდა. იმერეთის ერთმანეთზე ულამაზესი სოფლები თავმომწონედ გვიხრიდნენ თავს და გულღიად გვიწევდნენ მასპინძლობას.
გაჩერება მეორე.
ყველანი ძირს ჩამოვედით და მიხვეულ-მოხვეული გზით მაღლა და მაღლა გავაგრძელეთ სიარული. გზამ მაცხოვრის შობის სახელობის კაცხის მონასტერში აგვიყვანა.
მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი — მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში.
ტაძრის ეზოში ,,ყვავილების დღესასწაული" დაგვხვდა. სხვადასხვა ფერის და ჯიშის ვარდი თითქოს სამეჯლისო ბალზე მობრძანებულიყო, ყვავილები თითქოს მუსიკის დაწყების მზადყოფნაში იყვნენ, ველური ვალსის შესასრულებლად თავდავიწყებას რომ მისცემოდნენ.
გაჩერების გარეშე.
აქედან ფეხით მივუყვებით გზას. ოდნავ უკან ვბრუნდებით. ხელში გეოგრაფიული მეგზური გვიჭირავს და ინტერესით დავცქერით.
კითხვა პირველი: ნეტა ჩვენ რას შევმატებთ ახალს ამ დიდი ადამიანის მიერ განვლილ გზაზე ნანახს?
კაცხის სვეტს ვუახლოვდებით. ბუნება აქაც გარინდებულა, ირგვლივ ოდნავ სუსხშეპარული სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვეა. ღია მოლისფერ ფონზე აქა-იქ გაბნეულა ყვითელი ლაქები. ბუნებას ჭაღარა შეჰპარვია. მთებს ნაბადივით სქელი, თეთრი ნისლი ჩამოსწოლია. უღიმღამოდ და ბუნდოვნად, სადღაც შორეთში იწვერება მზეც. აშკარაა, ირგვლივ ზამთრისწინა მყუდროებას დაუსადგურებია. აქა-იქ შემორჩენილი, გაყვითლებული, უსიცოცხლო ფოთოლი კი სხვა არაფერია, თუ არა ბუნების სევდანარევი მონატრება წარსული მშვენიერებისადმი! ამ მხარეში ზამთარიც ლამაზი იცის, გაზაფხულიც, ზაფხულიც, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გვიანი შემოდგომა ხიბლავს ადამიანის თვალს.
...და უცებ გულისწყვეტა იწყება. ის, რაც სილამაზეს აფერმკრთალებს და შავ ლაქად აზის. ბუნების წიაღში მიმობნეული ნაგავი. სული გვეწურება, ყელში ბურთი გვახრჩობს. და ასე იბადება...
კითხვა მეორე: რატომ ვანადგურებთ და ვაბინძურებთ ჩვენი ქვეყნის ბუნებას?
საქართველოს ტყეს უკანასკნელ წლებში დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჩვენი ფლორის მშვენებას – ულამაზესს ხეებს ულმობელი ადამიანები შესევიან, ანადგურებენ და აბინძურებენ. მალე გავერანებულ, შიშველ ნიადაგს შევიტოვებთ ხელში, აქა–იქ კოპებივით რომ დააჩნდებათ ხის გადანაჭრელი კუნძები, რომლებიც თავიანთ ბედკრულ ცხოვრებაზე თავისთავად ამეტყველდებიან და მომავალ თაობებს უსიტყვოდაც კარგად ეტყვიან სათქმელს.
ბუნება არც მარტო ადამიანი და ცხოველია, არც მარტო – ფრინველი და მწერი. ბუნება წყალი, ნიადაგი, ჰაერი და მცენარეცაა. მცენარეც ხომ ადამიანივით იბადება, იზრდება, იკვებება და კვდება?! ვაჟა–ფშაველას ,,ხმელ წიფელზე" გაზრდილი კაცი ხის გადაჭრას ვერ უნდა ბედავდეს! ,,მთანი მაღალნის" წაკითხვის შემდეგ ბუნებას ვერ უნდა აბინძურებდეს!
მინი დასკვნა: უგულო ადამიანებს ვაჟა არ წაუკითხავთ, ვაჟა რომ წაეკითხათ, ბუნებას ,,წაიკითხავდნენ", ,,წაიკითხავდნენ" და უგულოებიც არ იქნებოდნენ!
ჰოდა ,,უგულოთა ქარავანს" კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზეს ჩაუვლია, ჩაუვლია და უკვალოდაც არა, ბინძური ,,კვალი" დაუტოვებიათ.
არადა რა სილამაზეა ირგვლივ. არ შეგვიძლია დაუფიქსირებელი დავტოვოთ ხეზე მოხტუნავე ციყვი, ფაფუკკუდა და საყვარელი.
ეს გირჩებიც როგორ გაბნეულან მინდვრის გასალამაზებლად...
,,თრთიან ფოთლები,
დასტყობია გვირილებს დაღლა,
აქ გირჩებს ათოვს,
იქ, მზეს ბებერი შემოდგომის
ჩააცვეს მანტო.
სახეს ადნება ფოთოლცვენის
სულ ბოლო ყუნწი,
სულში ღამდება,
უნდა გაასწრო, შენ, მზევ, ბებერო შემოდგომის
ჩ ა მ ო ზ ა მ თ რ ე ბ ა ს ! "

ულამაზესი
კაცხის სვეტი! – შორს, მთებში გარინდული! მზად ვართ ეხლავე მივწი-მოვწიოთ ეს
დევებივით წამომართული ცხრაკლიტულები, ბუმბერაზივით ცაში აზიდული მთები, მათი
სილამაზე–– ,,ვერონიკას თმები" და დავიპყროთ ეს მშვენიერი სამყარო, როგორც
ამას საშინელი ბრძოლიდან თავდაღწეული მეომარნი აკეთებდნენ.
წინ
მივიწევთ. ფეხით მივუყვებით ვიწრო ბილიკებს. ხან ხეებში დაგვემალება სვეტი, ხან
ისევ გამოჩნდება. თითქოს დამალობანას გვეთამაშება. ჩვენც გიჟურ როლში გამოვდივართ,
როცა მას ვერ ვხედავთ, ან იმ ცაზე გაკიდებულ ოცნებებს ვგავარ, რომელთაც ახდომა არ
უწერიათ. ხოლო თუკი დავრწმუნდით, რომ მისი ნახვის იმედი გადაწურულია, მაშინ
ნეპჟაციებისა და ფაფანაგების ხილვის წყურვილითა ვართ შეპყრობილი. ჩვენ საერთოდ
ჟინიანობა გვახასიათებს მონატრების ნელ განსასვენში. ბოლოს გპოულობთ!
ეჰეიი... სასწაულების
დედოფალო, ჩვენ შენ გეძახით... ...ყალყზე დგება უტყვი სიჩუმე, ტკივილებიც ტოვებენ
სხეულს, ტოვებენ, რადგან შენ ჩვენ გვეძახი! ....................... ჩვენ შენ გ ი
პ ო ვ ე თ ! ! !
გზის ბოლოში
ისიც გამოჩნდა - დედოფალივით თავმომწონე მაღალი, ულამაზესი კაცხის სვეტი.
ტაძრის ეზოში შევდივართ. ფეხქვეშ ხრაშახრუშს ვუყენებთ ჭრელ ფოთლებს ( რას ვიზამთ, ბავშვობის ჩვევაა), გარინდებულ ბუნებაში გაბნეულ ყვითელ ლაქებს შევყურებთ და მზერა იქვე ჩამომავალ წყაროზე ჩერდება, რომლის მიღმაც კაცხის სვეტი ირეკლება.
,,დამშვიდებული თვალით ვუმზერ თეთრ ქანდაკებას –
,,რა ლამაზია! ვიმეორებ და არ ვფითრდები."
ეს ხომ გალაკტიონის ქალის ქანდაკებაა... ჩვენ კი გალაკტიონისაგან განსხვავებით აღელვებული ვუმზერთ ,,ჩვენს თეთრ ქანდაკებას", ულამაზესს კაცხის სვეტს და ვფითრდებით, აღელვებისა და აღტაცებისაგან ვფითრდებით. ის ადამიანის ხელისგან კი არა, თვით ღვთისგან შექმნილი სასწაულია!

ტაძრის
ეზოში ბებერი ხის ქვეშ ვირინდებით და ამ ღირშესანიშნავი ქართული ძეგლის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ:
,,კაცხის სვეტი მდებარეობს ზემო იმერეთში, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის კაცხურის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე. ასეთი სვეტი აქ სხვაცაა, მაგრამ ეს ყველაზე დიდია. ის ძირიდან თხემამდე 40 მეტრი სიმაღლისაა და თანდათან ფართოვდება, თხემი კი ოდნავ ვიწროვდება. სვეტის თხემი წარმოადგენს ოთხკუთხედს, რომლის სიგრძე 17 მეტრი, ხოლო სიგანე 10 მეტრია. მასზე აშენებულია V-VI საუკუნის ეკლესია. შუა საუკუნეების დასაწყისში აქ უცხოვრიათ განდეგილებს. სვეტი ,,ქვეყნის საკვირველებად" მიაჩნდათ იმიტომ, რომ მისი თხემი თითქმის მიუვალია.
კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
სვეტის ძირში და თხემზე ხარობს ფოთლოვნები: მუხა, რცხილა, სურო, ეკალ–ღიჭი, კატაბარდა და სხვ. ცალკე გამოვყოფთ ბზას. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს მთელ საქართველოში გახმა ბზა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დაგვეფიქსირებინა ბზა კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გაჩერება მესამე.
კაცხის სვეტიდან წამოსულები ჭიათურისკენ ვიღებთ გეზს.
ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე.
საქართველომ მსოფლიოში სახელი გაითქვა ჭიათურ–მანგანუმის საბადოთი. ჭიათურის მანგანუმი ხარისხითა და რაოდენობით II ადგილზე იყო მსოფლიოში. ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს მანგანუმის საბადო, რომელშიც დასაქმებულია 3 500 ადამიანი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები - სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი–საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან.
ზემო იმერეთის პატარა სოფელი ჭიათურა, სადაც 1886 წელს 79 კაცი ცხოვრობდა, 100 წლის შემდეგ ქალაქად იქცა და მისმა მოსახლეობამ 2890 კაცი შეადგინა.
მადანი 1895 წლამდე ურმებით გადაიზიდებოდა, სემდეგ – რკინიგზით, პირველად ვიწროლიანდაგიანი ხაზით შორაპნამდე, ხოლო 1957 წლიდან – ფართოლიანდაგიანი ხაზით ზესტაფონამდე. აქვე გაკეთდა ჭიათურის კიდული საბაგირო გზები, რომელიც ტვირთების გადაზიდვას და მგზავრების გადაყვანას ემსახურება დღემდე.

გაჩერება მეოთხე.
,,Be Green" – ის ჯგუფის წევრებმა ჭიათურაში მდებარე მღვიმეში ღვთის ხელით ,,გამოთლილი" სასწაული, დედათა ულამაზესი მონასტერიც მოვინახულეთ.
და ბოლოს, გაჩერება შეჯამებისთვის.
შეჯამება კოცოთან...
მონაწილეთა აქტიურობით დროის გარკვეული ნაწილი გართობას, სააზროვნო და სახალისო აქტივობებს დავუთმეთ. შებინდებისას კი კოცონის ირგვლივ დღის შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს, რომ შემდეგ მკითხველისთვის ასე ლამაზად გადმოგველაგებინა გაჩერებიდან გაჩერებამდე ნანახი და აღქმული. წამოსვლის წინ არც კოცონის კარგად ჩაქრობა და არც ჩვენი საკვების ნარჩენების მისუფთავება არ დაგვიწყებია.
და სულ ბოლოს დასკვნა, არამინი: ,,სასურველია, აუცილებელიც კი მსგავსი პროექტების მეშვეობით პრობლემების დანახვა, გააზრება და მისი სისრულეში მოყვანა!"
და სულ, სულ ბოლოს მადლობა:
ჰოდა, მადლობა „ფოტო სინთეზი - 2016“ - ის ორგანიზატორებს ამ პროექტის მეშვეობით პრობლემების დანახვის, გააზრებისა და მისი სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა რომ მოგვცა.
P. S. ... იისფერ ნისლში ჩაძირული მოწითალო მზის სხივები გზას გვილოცავენ და ბოლომდე მოგვაცილებენ ქუთაისისკენ.

No comments:
Post a Comment